საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა მარნეულის სოფელ ქუთლიარში ახალი სკოლა დაათვალიერა
2022-04-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში იმყოფებოდა, სადაც ახალი სკოლა დაათვალიერა. შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააცნო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 ახალი სკოლა შენდება, საიდანაც ხუთი დასრულებულია, სამი კი დასრულების ეტაპზეა.მშენებლობა დასრულდა ხულდარაში, შულავერში, ქუთლიარში, კასუმლოსა და ჯანდარში, სადაც სკოლის მოსწავლეები უკვე ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლობენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|