საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა
2022-04-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე 21 შენობისა და ე.წ. „პაპას ბაღის" და „ბებოს ბაღის" რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა, პროექტის ღირებულებამ კი 5.5 მილიონი ლარი შეადგინა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|