საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი დაათვალიერა

2022-05-13

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი დაათვალიერა.

60 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით დაფინანსდა, საერთაშორისო ბრენდ Trademark Collection by Wyndham-ს ეკუთვნის.

სასტუმროს აქვს აუზი, ორი რესტორანი და სპა ცენტრი. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 493 640 ლარია. სესხის მოცულობა კი 2 988 390 ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური