საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში დაიწყო
2022-06-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო. დოჰას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. პრემიერ-მინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|