საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა
2022-06-29
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ტომ ტილისი ხელმძღვანელობდნენ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|