საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა
2022-12-06 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს შეხვდა. ილია II-მ პრემიერ-მინისტრს ქართული კულტურის ცენტრის პროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება. საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანედან 15-20 მეტრის მანძილზეა. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|