საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს შეხვდა
2022-12-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს სერქან კაპტანს შეხვდა. აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკის კვალდაკვალ, არსებული სერვისების გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას TAV Airports-ის ვიცე-პრეზიდენტი ფრენკ მერეიდი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|