საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N157

საქართველოს მთავრობის დადგენილება N157
11 აგვისტო, 2006

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ­სის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალა­დაკარგულად გამოცხადდეს:

1. "მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და მისი სოცი­ალურ-ეკონომიკური შედეგების კომპლექსური პროგნოზების შემუშავების ორგანიზაციის შესახებ" საქართველოს რესპუბ­ლიკის მთავრობის 1991 წლის 22 ივლისის N572 დადგენილება.

2. "ვაჭრობის თავისუფლების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 მაისის N522 დადგენილება.

3. "საქართველოს რესპუბლიკაში ეკონომიკური რეფორმის ძირითად მიმართულებათა შესახებ" საქართველოს რესპუბ­ლიკის მთავრობის 1992 წლის 4 მაისის N524 დადგენილება.

4. "საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის შესახებ" საქართვე­ლოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივნისის N698 დადგენილება.

5. "საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინის­ტროსთან მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტი­ტუტის შექმნის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 7 ოქტომბრის N771 დადგენილება.

6. "ეკონომიკური რეფორმის მართვის ორგანიზაციის სრულყოფის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 31 იანვრის N100 დადგენილება.

7. "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინის­ტროს შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 31 იანვრის N101 დადგენილება.

8. "საქართველოს რესპუბლიკაში საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაციის პირველი ეტაპის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 5 მარტის N259 დადგენილება.

9. "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საფელ­დიეგერო სამსახურის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 26 მარტის N368 დადგენილება.

10. "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური რეფორმის შტაბის შესახებ" საქართველოს მი­ნის­ტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 თებერვლის N47 დადგენილება.

11. "საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების მოწესრიგების შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 10 თებერვლის N89 დადგენილება.

12. "საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალოვა­დიანი პროგრამის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის N149 დადგენილება.

13. "მშენებლობის დარგში სანარდო ვაჭრობის ჩატარების შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 4 მაისის N354 დადგენილება.

14. "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 10 მაისის N358 დადგენილება.

15. "საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების საშუალო­ვადიანი პროგრამის განხორციელების უზრუნველმყოფ ღონის­ძიებათა შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 4 ივნისის N443 დადგენილება.

16. "საქართველოს რესპუბლიკის მშენებლობათა საპრო­ექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზისა და დამტკიცების დროებითი წესების შესახებ" საქართველოს მინის­ტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N501 დადგენილება.

17. "რესპუბლიკაში საჰაერო ტრანსპორტით მომსახუ­რების რეგულირების ზოგიერთი საკითხის შესახებ" საქარ­თველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 7 ივლისის N544 დადგენილება.

18. "საქართველოს რესპუბლიკაში მცირე სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს N613 დადგენილება.

19. "საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარების თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს საქარ­თვე­ლოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის N754 დადგენილება.

20. "საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრი­ზისული პროგრამის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 2 მარტის N127 დადგენილება.

21. "საქართველოს რესპუბლიკასა და ევროპის თანა­მეგობრობას შორის საფეიქრო ნაწარმით ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის თაობაზე" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 11 აპრილის N203 დადგენილება.

22. "სახელმწიფო და კოოპერაციული ვაჭრობის საცალო და საბითუმო მეურნე სუბიექტების სრული დამოუკიდებლობის და მართვის დეცენტრალიზაციის დამკვიდრების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 25 აპრილის N238 დადგენილება.

23. "საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი კვოტების შესაბამისად 1994 წელს რესპუბ­ლიკაში წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო ვაჭრობასა და სამომხმარებლო კოოპერაციას შორის განაწილების შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 ივნისის N357 დადგენილება.

24. "პურით ვაჭრობის ორგანიზაციის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 22 აგვისტოს N581 დადგენილება.

25. "ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) საკითხთა რესპუბლიკური საკოორდინაციო საბჭოს მართვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 15 ოქტომბრის N738 დადგენილება.

26. "საქართველოს რესპუბლიკის საზღვაო ნავსად­გურებსა და სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებში გამავალი არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლის სატრანზიტო, საექ­სპორტო და საიმპორტო ტვირთის გადატვირთვის, სატრან­სპორტო საექსპედიტორო დამუშავებისა და გადაზიდ­ვის დრო­ებითი წესების შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 ოქტომბრის N770 დადგენილება.

27. "საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის ფუნქცი­ონირების 1994 წლის 9 თვის ძირითადი შედეგებისა და უახლოესი ამოცანების შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 19 დეკემბრის N863 დადგენილება.

28. "საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ რეგიონში თავი­სუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 26 დეკემბრის N882 დადგენილება.

29. "საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 26 დეკემბრის N407 ბრძანებულების "მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების დაჩქარების შესახებ" შესრულების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე" საქარ­თველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 იანვრის N24 დადგენილება.

30. "ეკონომიკური რეფორმის განხორციელების ორგანი­ზაციულ-მეთოდურ საკითხებზე ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების, სამინისტრო­ებისა და უწყებების ხელმძღვანელთა სემინარის ჩატარების შესახებ" საქარ­თველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 20 იანვრის N31 დადგენილება.

31. "საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამი­ნის­ტროსთან არსებული სახელმწიფო საფელდიეგერო სამ­სა­­ხურის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესა­ხებ" საქარ­თველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 21 თებერ­ვლის N97 დადგენილება.

32. "საქართველოს რესპუბლიკის ურბანიზაციის სტრა­ტეგიის დადგენის, საბინაო პოლიტიკის ეფექტიანი განხორ­ციელებისა და გაეროს ცენტრ "ჰაბიტატი"-ს პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით პირველ რიგში განსახორ­ციელებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 25 აპრილის N219 დადგენილება.

33. "ვაჭრობისა და მომსახურების სახაზინო საწარმოების შექმნის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 2 ივნისის N299 დადგენილება.

34. "საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერ­ვლის N637-2ს დადგენილების შესაბამისად რესპუბლიკაში შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების დამზადების, ჩაბარების, ტრანსპორტირებისა და რეექსპორტის რეგულირების დროებითი წესის შესახებ" საქართველოს მინის­­ტრთა კაბინეტის 1995 წლის 7 ივნისის N334 დადგე­ნილება.

35. "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მდგომარეობისა და მისი გაუმ­ჯობესების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 7 ივნისის N335 დადგენილება.

36. "საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქცი­ონი­რებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 9 ივნისის N337 დადგენილება.

37. "საქართველოს რესპუბლიკის სარკინიგზო ტრანსპორ­ტის აღდგენისა და განვითარების ფონდის შექმნის შესახებ" საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 20 სექტემ­ბრის N576 დადგენილება.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი