ႫႧႠႥႰႭႡႨႱ ႱႾႣႭႫႤႡႨ

  • 17 იანვარი 2018

    2018 წლის 17 იანვარის მთვრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ

  • 23 იანვარი 2018
    JSW Group საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს

    მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰოლდინგური კომპანია JSW Group-ი საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, - პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და JSW Group-ის თავმჯდომარე საჯან ჯინდალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 

  • 23 იანვარი 2018
    Wipro საქართველოში მსხვილი სერვისცენტრის შექმნით არის დაინტერესებული

    საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მომსახურების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Wipro საქართველოში მსხვილი სერვისცენტრის შექმნით არის დაინტერესებული, საიდანაც მომსახურების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯასტინ დალალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

  • 23 იანვარი 2018
    2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიების განხილვა

    მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა" და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები განიხილეს.

  • 22 იანვარი 2018
    პრემიერმა ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერა

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერებინა.

  • 22 იანვარი 2018
    შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის, - აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას მიიღო. 

  • 18 იანვარი 2018
    ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო

    ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ხელშეწყობას, საჯარო მმართველობაში გენდერული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით. 

ႮႰႤႫႨႤႰ ႫႨႬႨႱႲႰႨႱ ႥႨႦႨႲႤႡႨ

ႴႭႲႭ ႢႠႪႤႰႤႠ

ႥႨႣႤႭ ႢႠႪႤႰႤႠ

foto gallery

ႨႠႬႥႠႰႨ 2018

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  2 3 5 6
8 9 10 12 13
14 15 19 20
24 25 26 27
28 29 30 31