საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-05-24 საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია

    ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გარანტირებული, თუ სუვერენიტეტი, თავისუფლება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები სრულად იქნება დაცული და ძალისხმევას არ დავიშურებთ ამის უზრუნველსაყოფად, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

  • 2016-05-24 ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმება

    ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მიხაილ კოსტარაკოსი საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმება, - ამის შესახებ გენერალმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2016-05-24 საქართველოს მთავრობის განკარგულება N913

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებისათვის საჭირო ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2016-05-24 საქართველოს მთავრობის განკარგულება N912

    „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №50 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2016-05-24 მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს

    ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს რეფორმები, ფინანსებზე წვდომის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, - ეს თემები განიხილეს ეკონომიკური ზრდის თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.