-
2017-08-09 2017 წლის 10 აგვისტოს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 36 საკითხი.
-
2017-08-09 მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ ავსტრალიის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოსა და ავსტრალიას შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
-
2017-08-09 პრემიერ-მინისტრმა „გილეადის“ ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის" აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი - ოქროს საწმისის ორდენით, ხოლო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
-
2017-08-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს ძალიან ოპერატიული მუშაობისთვის.