საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-10-17 საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, MSC სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს

    საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილემ ბენედიქტ ფრანკემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

  • 2017-10-17 პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული 25 გმირის ოჯახებს მიუსამძიმრა

    აფხაზეთში ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი; მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.