-
2019-05-15 საქართველო და ყაზახეთი საერთაშორისო კომპანიებს ახალ ერთობლივ ლოგისტიკურ პროექტებს შესთავაზებენ
ყაზახეთი საქართველოსთან ერთად წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო ღერძს; მნიშვნელოვანია, ახალი ერთობლივი ლოგისტიკური პროექტები შევთავაზოთ საერთაშორისო კომპანიებს და დღეს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-05-15 მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, 2022 წლისთვის საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყოს 1500-1800 ლარის დიაპაზონში
ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ჩვენი მასწავლებლების საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო სტატისტიკურ ხელფასზეც კი მცირეა და ეს სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში, პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2019-05-15 პრემიერ-მინისტრს ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს, დარიგა ნაზარბაევას შეხვდა.
-
2019-05-15 მამუკა ბახტაძემ და კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს
საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ძალიან ფართო პერსპექტივა აქვს და მნიშვნელოვანია ამ მხრივ არსებული პოტენციალის სრულად ათვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2019-05-15 პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ყაზახ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ყაზახ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.