-
2019-09-10 გიორგი გახარიამ ანდერს ფოგ რასმუსენს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენი მთავრობა ამ კურსის ერთგულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-10 ლინას ლინკევიჩუსმა გიორგი გახარიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლიეეტუვას მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
ლიეტუვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის აქტიური, მკაფიო მხარდამჭერია და ამ მიმართულებით დახმარებას მომავალშიც განაგრძობს, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-09-10 გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მე-5 სხდომა გაიმართა.
-
2019-09-10 გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან გამართა
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ურყევი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრისას განაცხადა.