-
2019-09-16 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკური წინსვლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ შონ ქერნქროსთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც თბილისში პირველი ვიზიტით იმყოფება.
-
2019-09-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები
გიორგი გახარია - მივესალმები კომისარ იოჰანეს ჰანს. ჩვენთვის დიდი პატივია, მას ვუმასპინძლოთ დღეს თბილისში. განსაკუთრებით დღეს, როდესაც დაიწყო სასწავლო წელი და როდესაც საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს - ევროპულ სკოლას. ეს გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დამადასტურებელი კონკრეტული შედეგი, რომლის განხორციელებაშიც ბატონი კომისარს პირადი წვლილი არის ძალზე დიდი.
-
2019-09-16 პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
-
2019-09-16 გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შორის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2019-09-16 გიორგი გახარია - ევროპული სკოლის გახსნა არის ახალი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში
ევროპული სკოლის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და რაც მთავარია - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-09-16 შეხვედრა პატრიარქთან
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა.