-
2019-10-01 გიორგი გახარია - პენსიონერებს, მასწავლებლებსა და პოლიციელებს სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს. ეს არის ის მცირე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ამ ქვეყნის მომავალი დგას
პენსიონერს ვუზრდით პენსიას, მასწავლებლებს განათლების რეფორმის ფარგლებში ვუზრდით ხელფასს, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ მართლწესრიგს ქვეყანაში, მათ სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს. ეს არის ის მცირე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ამ ქვეყნის მომავალი დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2019-10-01 გიორგი გახარია - ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ძლიერი, რათა მან შეძლოს მეტი სამუშაო ადგილების შექმნა
ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ძლიერი, რამეთუ მან შეძლოს მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2019-10-01 გიორგი გახარია - ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს ასევე ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით
როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს, ასევე, ასი ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
-
2019-10-01 გიორგი გახარია ექსპერტებს - დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-01 გიორგი გახარია ექსპერტებთან შეხვედრაზე - ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და საშუალო კლასი
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში, საშუალო კლასის სისუსტე ან გარკვეულწილად არარსებობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-10-01 მაიკლ პომპეო გიორგი გახარიას - ველით თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.