-
2020-05-21 პრემიერ-მინისტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2020-05-21 2020 წლის 21 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2020-05-21 გიორგი გახარია - უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი
ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ ორი თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-05-21 გიორგი გახარია - ვავალებ შემოსავლების სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები, არ დარჩეს დახმარების გარეშე არცერთი ის მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება
სოციალურ-ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმის მიხედვით, ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1 200 ლარის მოცულობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა, როგორც მთავრობასა და მოქალაქის, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2020-05-21 გიორგი გახარია - ერთბაშად მოხსნა, იმ შეზღუდვების, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა, ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი და ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი ხელიდან გავუშვათ, ამიტომ გვჭირდება გარკვეული შეზღუდვები
საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ისევე როგორც კომენდანტის საათის გაუქმება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში აქტივობას, ჩვენი მოქალაქეების მობილობას გაზრდის. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკურად უფრო აქტიურები გავხდეთ, თითოეულ ოჯახში, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს შემოსავალი. მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ფრთხილად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2020-05-21 გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები დაგვჭირდება, რომლებიც აუცილებელია, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად, მაგრამ ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა
დღეს საქართველოში covid-19-ის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, სტაციონარში მკურნალობას გადის, ერთდროულად, 224 ადამიანი. გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად და ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდეს.
-
2020-05-21 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.