-
18 ნოემბერი 2021
ილია დარჩიაშვილი - საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელიასაქართველომ პირველი ადგილი დაიკავა კვლევის იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პოზიციონირების საქმეში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსს, რომლის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა.
-
11 ნოემბერი 2021
მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
-
10 ნოემბერი 2021
ილია დარჩიაშვილი - ,,გლობალური კორუფციის ინდექსი 2021''-ის შესაბამისად, საქართველომ 9 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგიაშვეიცარიული საერთაშორისო ანალიტიკური კომპანიის მიერ „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021"-ის შესაბამისად, საქართველომ 9 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021"-ის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს საუკეთესო მეოთხედში 41-ე ადგილზეა.
-
09 ნოემბერი 2021
მთავრობის ადმინისტრაციაში ქალთა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართამთავრობის ადმინისტრაციამ ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ'' ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს (GREVIO) უმასპინძლა.
-
19 ოქტომბერი 2021
სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხზე საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართამთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებულ შეხვედრას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი თანათავმჯდომარეობდნენ.
-
13 ოქტომბერი 2021
საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომაზე საჯარო მმართველობის რეფორმის შედეგებსა და 2021-2025 წლების სტრატეგიაზე იმსჯელესსაჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგები, 2021-2025 წლების სტრატეგია, გამოწვევები და პრობლემები, - ამ თემებზე ისაუბრეს საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა.
-
12 ოქტომბერი 2021
საქართველოს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ახალ პროგრამაზე მუშაობსსაჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდება, - ონლაინ-შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ ძლიერი დემოკრატიისა და მმართველობის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების გზაზე, საქართველო საჯარო მმართველობის ძირეული რეფორმის გატარებას განაგრძობს.
-
29 სექტემბერი 2021
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ეკონომიკური ზრდის თაობაზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის ეკონომიკური ზრდის საკითხზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
-
27 სექტემბერი 2021
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვასოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
-
16 სექტემბერი 2021
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ახალი ალბომის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით - „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“საქართველო რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა, რომელიც გამორჩეულია ტოლერანტობისა და თანამშრომლობის დიდი ისტორიით. სწორედ ამ ტრადიციის განვითარებისა და გაძლიერებისთვის 2014 წელს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი ალბომის „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით" პრეზენტაციაზე განაცხადა.