-
16 აგვისტო 2021
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართაშეხვედრაზე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე.
-
08 აგვისტო 2021
რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვასახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
-
05 აგვისტო 2021
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ნიკო თათულაშვილი დაინიშნაადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ნიკო თათულაშვილი დაინიშნა. ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
-
02 ივნისი 2021
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში წარუდგინა.
-
01 ივნისი 2021
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შიდა ქართლის რეგიონში მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ვალერიან მჭედლიძე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში წარუდგინა. შეხვედრაზე რეგიონის ახალმა რწმუნებულმა თვითმმართველობებთან მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობასა და ყველა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის პრიორიტეტულია.
-
28 მაისი 2021
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების თემაზე საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გახსნასახელმწიფო უწყებებსა და საქართველოში წარმოდგენილ განვითარების პარტნიორებს შორის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების თემაზე საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
-
27 მაისი 2021
პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი - მეთაურის ჯვრის ორდენით დააჯილდოვაპოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის და პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი - მეთაურის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.
-
20 მაისი 2021
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრარელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.
-
13 მაისი 2021
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრაგიორგი ღიბრაძეს ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა.
-
10 მაისი 2021
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი „სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.