-
30 ივლისი 2021
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი გაიხსნებაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი გაიხსნება. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე ციკლოტრონი - სამეცნიერო-კვლევით პროცესს სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. კვლევებს წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ. პროექტი სრულად არის დაფინანსებული ფონდ „ქართუს" მიერ.
-
30 ივლისი 2021
2030 წელს უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 270 მილიონ ლარს მიაღწევსმუშავდება უმაღლესი განათლების ეფექტიანი დაფინანსების ახალი მოდელი მსოფლიო ბანკის ჩართულობით, უნივერსიტეტებს ექნებათ სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების მეტი შესაძლებლობა. ახალ მოდელში გათვალისწინებული იქნება რეგიონული უნივერსიტეტების საჭიროებები, 2030 წელს უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 270 მლნ ლარს მიაღწევს.
-
30 ივლისი 2021
პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის მოქალაქისთვის ყველა მუნიციპალიტეტშიპროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის მოქალაქისათვის ყველა მუნიციპალიტეტში. 2032 წლისთვის ქვეყანაში პროფესიული განათლების მიღებას წლის განმავლობაში 100 000-მდე ახალგაზრდა და ზრდასრული მოქალაქე შეძლებს.
-
30 ივლისი 2021
ზოგადი განათლების ბიუჯეტი ყოველწლიურად გაიზრდება და 2030 წელს 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.2026 წლისთვის ყველა სკოლის შენობა რეაბილიტირებული იქნება, აშენდება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ახალი სკოლები, 2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლაში დასრულებული იქნება ინტერნეტიზაციისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის პროცესი, ყველა სკოლაში მოეწყობა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ზოგადი განათლების ბიუჯეტი ყოველწლიურად გაიზრდება და 2030 წელს 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
-
28 ივლისი 2021
ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დახარჯულია 300 მილიონი ლარიაშენდა და კეთილმოეწყო 3 სპეციალიზებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სპორტსმენების ტრავმის შემდგომ სწრაფ და სრულყოფილ რეაბილიტაციას. შემუშავებულია და ხორციელდება მასობრივი სპორტის - სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო პოლიტიკა.
-
28 ივლისი 2021
საქართველოს მთავრობის მიერ კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 200 მლნ. ლარამდე დაიხარჯებაშექმნილია და განვითარდა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშემწყობი ფიზიკური და ციფრული სივრცეები, რომელიც, მორგებულია სხვადასხვა პირთა სპეციალურ საჭიროებებზე. განახლდა შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა. დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები. შეიქმნა კულტურის „მწვანე", ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა და შემოქმედებითი გარემო.
-
28 ივლისი 2021
2030 წლისთვის კულტურის სფეროში 30-მდე გამქრალი პროფესია არის აღდგენილისაქართველოს მთავრობის ხელშეწყობით აღდგენილია კულტურის სფეროს გამქრალი პროფესიები და უზრუნველყოფილია მოთხოვნადი პროფესიების განვითარებისა და ახალგაზრდების დასაქმებისთვის შესაბამისიუწყვეტი განათლების სისტემა.
-
26 ივლისი 2021
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრს, გიორგი ფანგანს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2021 წლის 27 ოქტომბერს.
-
23 ივლისი 2021
2030 წლისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტის შესაბამის სასმელ წყალზექვეყნის წყალმომარაგება-წყალარინების თანამედროვე სისტემის განვითარებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში მოხმარდება 9 მილიარი ლარი.
-
23 ივლისი 2021
2025 წლისთვის დასრულდება ევროპული სტანდარტების 4 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა2025 წლისთვის დასრულდება ევროპული სტანდარტების *4 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობა - იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. 2030 წლისთვის დახურული იქნება ყველა ძველი ნაგავსაყრელი და აშენებული იქნება ევროპული სტანდარტების 6 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი.