საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები
  • 18 ნოემბერი 2014
    ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონ ევროს გამოუყოფს

    ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს, - ფინანსურ შეთანხმებას ბრიუსელში დღეს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა მოაწერეს.

  • 18 ნოემბერი 2014
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს შეხვდა.

  • 18 ნოემბერი 2014
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროპარლამენტის პრეზიდენტის ერთობლივ ბრიფინგი

    ჩვენ იმედით ვუყურებთ დეკემბერში ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, რასაც უდიდესი საკანონმდებლო, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

  • 18 ნოემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედის - ლილი ანწუხელიძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო ხარჯს მთავრობა დაფარავს.

  • 18 ნოემბერი 2014
    შეხვედრა ქრისტოს სტილიანიდისთან

    ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების" შესაძლო გაფორმებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ ქრისტოს სტილიანიდისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

  • 18 ნოემბერი 2014
    შეხვედრა ტრანსპორტის ევროკომისართან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბალცი საქართველოში, „აბრეშუმის გზის ფორუმის" პირველ შეხვედრაზე მიიწვია.

  • 18 ნოემბერი 2014
    შეხვედრა მიგელ არიას კანიეტესთან

    საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კლიმატური ცვლილებებისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ მიგელ არიას კანიეტეს შეხვედრის ძირითადი თემები.

  • 18 ნოემბერი 2014
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ფედერიკა მოგერინის პრესკონფერენცია

    პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა, საქართველოს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა.

  • 17 ნოემბერი 2014
    ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა ბრიუსელში

    მეამაყება, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც ჩვენს ევროპულ გზაზე კიდევ ერთი ისტორიული თარიღია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის მონაწილეებს.

  • 17 ნოემბერი 2014
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ეფექტური განხორციელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.

<<  11 12 13 14 15   >>