საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები
  • 25 ნოემბერი 2016
    პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს უპასუხა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც სავალუტო ფონდის მონაცემებსა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხებოდა.

  • 25 ნოემბერი 2016
    შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან

    მთავრობის ოთხპუნქტიანი განვითარების ეკონომიკური გეგმა, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გადასადგმელი ნაბიჯები, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა და ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების გეგმები იყო მთავარი თემები, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ისაუბრა.

  • 25 ნოემბერი 2016
    პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ვიქტორ დოლიძის განცხადება არის ძალიან შორს სიმართლისგან, რაც ვფიქრობ, ემოციებისგან მოუვიდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებები არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს.

  • 25 ნოემბერი 2016
    გიორგი კვირიკაშვილი - ყველა სიტყვა ჩემს დღევანდელ გამოსვლაში, პირველ რიგში ეხებოდა აფხაზეთს და სამაჩაბლოს

    მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ყველა სიტყვა, რომელიც დღევანდელი გამოსვლისას ვთქვი, პირველ რიგში ეხებოდა აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს - სამაჩაბლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან" შეხვედრისას განაცხადა.

  • 25 ნოემბერი 2016
    შეხვედრა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრებს სამთავრობო პროგრამა გააცნო და მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გამოსვლის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქციის წარმომადგენლებს პარლამენტის წევრობა მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა საპარლამენტო საქმიანობაში.

  • 24 ნოემბერი 2016
    შეხვედრა სერ ალან დუნკანთან

    "უორდროპის დიალოგი", რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ სერ ალან დუნკანის შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 22 ნოემბერი 2016
    მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს გადაეგზავნა

    საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2016-2020 - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს წარადგინა.

  • 22 ნოემბერი 2016
    მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენა

    მოგესალმებით, მოგეხსენებათ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მხარდაჭერა მიიღო და უმრავლესობით დააკომპლექტა მე-9 მოწვევის პარლამენტი. 

  • 22 ნოემბერი 2016
    ინვესტორის დღე

    ჩვენ მიზნად ვისახავთ საქართველოში უფრო მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და ამავდროულად, ვცდილობთ, ვიყოთ გაცილებით უფრო მოქნილები, ვიდრე ტიპიური ევროპული ქვეყანაა ლიბერალური ვაჭრობისა და რეგულაციების სიმძიმის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 22 ნოემბერი 2016
    საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია

    „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" - ამ სახელწოდების ყოველწლიური კონფერენცია, რომლის ჩატარებას საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, თბილისში დღეს გაიხსნა.

<<  11 12 13 14 15   >>