საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები
  • 13 ნოემბერი 2017
    პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების ბრძანებებს ხელი მოაწერა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებებს მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ.

  • 13 ნოემბერი 2017
    პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს - მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.

  • 13 ნოემბერი 2017
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

    მოგესალმებით,  ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა, გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი.

  • 12 ნოემბერი 2017
    პრემიერი გლობალური სამეწარმეო კვირეულის გახსნას დაესწრო

    მეწარმეობის წახალისება და ბიზნესისა თუ ინოვაციების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, რომლის განხორციელების ერთგული მე თავადაც გახლავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოპარკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად, გლობალური სამეწარმეო კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

  • 10 ნოემბერი 2017
    გიორგი კვირიკაშვილი: ევროკომისია საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს

    მინდა ყველას მივულოცო ევროკომისიის მიერ საქართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ძალიან პოზიტიურად შეფასება.

  • 10 ნოემბერი 2017
    პრემიერ-მინისტრი დავით ნარმანიას საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავით ნარმანიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური დღეს დავით ნარმანიას საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

  • 10 ნოემბერი 2017
    შეხვედრა Nurol Holding-ის ხელმძღვანელთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Nurol Holding-ის ხელმძღვანელს და საქართველოს საპატიო კონსულს იზმირში, ნურეთინ ჩარმიქლის უმასპინძლა.

  • 10 ნოემბერი 2017
    შეხვედრა „საქართველოს ბანკის“ ინვესტორებთან

    საქართველო არის სტაბილური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, მოქმედებს ღია ბაზარი, სადაც დაცულია ექსპორტიორების უფლებები; ქვეყანაში არის ლიბერალური ეკონომიკა, ხოლო ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის" ინვესტორებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 09 ნოემბერი 2017
    ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა

    ეს უმშვენიერესი ადგილი შეგვახსენებს, რომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე გააკეთა, სადაც ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა - საჩუქარი, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას გადაეცა, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო.

  • 09 ნოემბერი 2017
    გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საბერძნეთის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საბერძნეთის ახალ ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან.

<<  6 7 8 9 10   >>