საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №410

გ. ვაშაძის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

გათავისუფლდეს გრიგოლ ვაშაძე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობიდან "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე.


გრიგოლ მგალობლიშვილი