საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №419

"საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 22 ივლისის N644 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. "საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 22 ივლისის N644 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

"გრიგოლ მგალობლიშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

პაატა ბოლაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

მარიამ გაბუნია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარ-ტამენტის დირექტორი

იულონ გაგოშიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში

რევაზ გაჩეჩილაძე - სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი ეზუგბაია - შპს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი

ზურაბ ერისთავი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთი-ერთობათა საკითხებში

მამუკა ვაწაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი

ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი თაქთაქიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

ჯემალ ინაიშვილი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ნალბანდოვი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

დავით პიპინაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

ხათუნა სალუქვაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფროსი მრჩეველი

ირაკლი სირაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ქართლოს ყორანაშვილი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გიორგი ხაჩიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ზურაბ ჯანჯღავა - შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი.".

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

გრიგოლ მგალობლიშვილი