საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №319

მ. მიმინოშვილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

გათავისუფლდეს მაია მიმინოშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან 2007 წლის 22 ნოემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.

ვლადიმერ გურგენიძე