საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N293

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის შესახებ

1. დამტკიცდეს 2006 წლის 4-14 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ამერიკის შეერთე­ბულ შტატებში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით საქარ-თვე­ლოს სამთავრობო დელეგა­ციის (შემდგომში - დელეგაცია) თანდართული შემადგენლო­ბა.

2. დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღა­ურონ შესაბამისმა უწყებებმა.

3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტმა (ნ. ქევხიშვილი) აანაზღაუროს:
ა) მგზავრობის, სადღეღამისო ნორმებისა და სასტუმ­როში განთავსების ხარჯები შემდეგი პირებისათვის:
დენიელ კუნინი - საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩეველი (თვითმფრინავით მგზავრობისას აუნაზღაურდეს ბიზნეს კლასი);
დავით სიხარულიძე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში;
ოთარ ბერძე­ნიშვილი - აშშ-ში საქართველოს საელჩოს I მდივანი;
ბ) საჩუქრებისა და ვიზიტთან დაკავშირებული გაუთვა­ლისწი­ნებელი ხარჯები.

ზურაბ ნოღაიდელი