საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-06-28 შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმი

    საქართველო უდიდეს ბიზნესპოტენციალს სთავაზობს მათ, ვინც ახალ საინვესტიციო მიმართულებებს ეძებს; ეს ეხება ქვეყნის სწრაფად განვითარებად სექტორებს - სუფთა ენერგია, ტურიზმი, წარმოება, რეგიონალური სერვისები, ლოჯისტიკა და აგრობიზნესი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს.

  • 2016-06-28 საქართველოს შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა

    2016 წლის 5-6 სექტემბერს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერი ეწვევა.

  • 2016-06-28 გიორგი კვირიკაშვილი - დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის

    ჩვენ მომავალში აუცილებლად შემოვიღებთ ტექნიკური დათვალიერების სწორ სისტემას, რომელიც ხელმისაწვდომი, კორუფციისგან თავისუფალი და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი იქნება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქართველო ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა.

  • 2016-06-28 გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ

    ერთადერთი, რაც შემიძლია აბსოლუტური დარწმუნებით ვთქვა, "ქართული ოცნება" ამ არჩევნებზე ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კვლევის შედეგებს, რომელიც GFK-მ "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

  • 2016-06-28 2016 წლის 27 ივნისს ქ. პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა

    უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, შეხვედრის დასაწყისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსული მხარის ყურადღება გაამახვილა 19 მაისს, სოფ. ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე. მან აღნიშნა, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ხაზი გაუსვა დამნაშავის სწრაფად დაპატიმრების აუცილებლობას.

  • 2016-06-28 შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფთან

    საქართველოს მთავრობა, თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს. მთიანი რეგიონების განვითარების საკითხზე შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

  • 2016-06-28 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, ნორმალური ფორმატია, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება იყოს გავლილი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.