-
2016-07-15 ნიცაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი მოქმედებს +33 7 83 31 86 89
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს.
-
2016-07-15 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
ქვეყნის მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული 11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა - დღეს ბაში-დაფნარის მონაკვეთი გაიხსნა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.
-
2016-07-15 ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში
დღეს ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
-
2016-07-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა.