-
2017-03-23 2017 წლის 23 მარტის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილა.
-
2017-03-23 პრემიერ-მინისტრის დავალება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე მუნიციპალურ ტენდერებთან დაკავშირებით აღმოჩენილ დარღვევებს შეეხო.
-
2017-03-23 ომალოში სასაზღვრო ვერტმფრენი იფრენს
ომალოში კვირაში ერთხელ ვერტმფრენი იფრენს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სახმელეთო გზის ამოქმედებამდე, ომალოში მცხოვრები მოსახლეობა და მესაზღვრეები დანარჩენ საქართველოსთან კავშირის დამყარებას შეძლებენ სასაზღვრო ვერტმფრენის მეშვეობით, რომელიც კვირაში ერთ რეისს განახორციელებს.
-
2017-03-23 სახელმწიფოს მხარდაჭერით კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება.
-
2017-03-23 პრემიერმა სამეგრელოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებისთვის მადლობას უხდის, - გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე C ჰეპატიტის მართვის თანამედროვე ცენტრის შესახებ ისაუბრა, რომელიც ზუგდიდში გუშინ გაიხსნა.
-
2017-03-23 სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობს საკითხზე, რომელიც სასაზღვრო სისტემაში სპეციალურ ცვლილებებს ითვალისწინებს.
-
2017-03-23 ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება
ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქი აშენდება, - ერთიანი სამთავრობო სივრცე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, მმართველობის რეფორმის ფარგლებში შეიქმნება.
-
2017-03-23 ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის 4-ზოლიანი გზის პროექტირება იწყება
რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს, - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების ყველაზე მოცულობითი კომპონენტის სივრცითი მოწყობის ფარგლებში განხორციელდება.
-
2017-03-23 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შვილის დაბადება მიულოცა.
-
2017-03-23 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება
28 მარტს სტუდენტებთან ერთად მივემგზავრები ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება - ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
-
2017-03-23 პრემიერ-მინისტრის განცხადება
შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.
-
2017-03-23 2017 წლის 23 მარტს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 34 საკითხი.