საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-08-10 2017 წლის10 აგვისტოს მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.

  • 2017-08-10 პრემიერ-მინისტრი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ შეფერხებებს გამოეხმაურა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგში ლოდინი უწევთ, - ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის შექმნილ გარკვეულ შეფერხებებს მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

  • 2017-08-10 პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ შეფერხებებს გამოეხმაურა

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა.

  • 2017-08-10 პრემიერმა რეგიონებში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული რეგიონების უკვე ყოფილ გუბერნატორებს - გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს მადლობა გადაუხადა.

  • 2017-08-10 პრემიერ-მინისტრი მეხანძრე-მაშველებს მადლობას უხდის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრისას გმირობა გამოიჩინეს და უმოკლეს ვადაში, ურთულეს რელიეფზე ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს.