-
2018-05-03 2018 წლის 3 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილა.
-
2018-05-03 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით 5 მლნ ლარი გამოიყო
2017-2018 წლებში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით, 5 მლნ ლარი გამოიყო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2018-05-03 მთავრობა ახალ აიპ-ს ქმნის, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი - „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის", რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების შეძენასთან დაკავშირებულ პრობლემას.
-
2018-05-03 საქართველო თამბაქოს კონტროლის თვალსაზრისით რეგიონში მოწინავე ქვეყანა ხდება
მოგეხსენებათ, 1-ლი მაისიდან საქართველოში ამოქმედდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით.
-
2018-05-03 საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელი
დღეს ჩვენ განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხედვითაც, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგანგებოსიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე. ის ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო ეფექტურია და, ასევე, არის უფრო გამარტივებულიც.
-
2018-05-03 მთავრობის მეთაური საქველმოქმედო სპორტულ მარათონს -WINGS FOR LIFE გამოეხმაურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქველმოქმედო სპორტულ მარათონს - WINGS FOR LIFE გამოეხმაურა და ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
-
2018-05-03 საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს
საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს, - გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს.
-
2018-05-03 თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება
თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2018-05-03 პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს
3 მაისი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. მინდა, მოგილოცოთ მედიის წარმომადგენლებს! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა მედიის თავისუფლების კუთხით.
-
2018-05-03 „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ევროპაში არსებული თანამედროვე მოდელების გათვალისწინებით, ეს გახლავთ ძირითადად გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები და გულისხმობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას. კერძოდ:
-
2018-05-03 გიორგი კვირიკაშვილი - ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საკითხზე - „კონფლიქტი საქართველოში“ ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურებაა
მივესალმებით ევროსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საკითხზე - „კონფლიქტი საქართველოში", რომელიც არის ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება.