საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელი ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-03

1

დღეს ჩვენ განვიხილავთ  სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტსრომლის მიხედვითაც,  შეიძლება ითქვასრომ ქვეყანა გადადის საგანგებოსიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე. ის ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო ეფექტურია და, ასევე, არის უფრო გამარტივებულიც.

დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები, შესაბამისად - პასუხისმგებელიცდა კოორდინატორიც.   

ამას გარდარეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სხვა სიახლეებსაც. ესენია - მოხალისეთა სისტემაალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიეროწრეების ჩართვა.

სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში გახლავთ ლიდერი ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების, ეს არის -როზენბაუერი“. ის ჩვენს ქართულ კომპანია დელტასთან ერთად დაიწყებს ოპერატიული სახანძრო მანქანების ერთობლივ წარმოებას. „პიკაპის“ ჩონჩხზე აწყობილი მანქანები იქნება, რომლებსაც ექნება კომპანია როზენბაუერის აპარატურა და მოწყობილობა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, ძალიან ეფექტური ოპერატიული სახანძრო-სამაშველო მანქანები.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლიარები და წლის ბოლომდე,  პრაქტიკულად, უნდა გვქონდეს გამართული წარმოება ასეთი ტიპის მანქანების.

 

ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური მიაწვდის მედიას. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ეფექტიანობის ამაღლებისთვის ეს ყველაფერი იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური