-
2019-12-09 ზურაბ აბაშიძე - ე.წ. რუსეთის კულტურის ცენტრთან დაკავშირებული კონფერენცია გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან
დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში" გამართულ კონფერენციას - „რუსეთის კულტურის ცენტრი - ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში".
-
2019-12-09 გიორგი გახარია - ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილების შექმნა, ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს
სამუშაო ადგილები ძირითადი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკის და ყველა სახელმწიფო უწყება, ფინანსთა და ყველა სხვა სამინისტროები მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი და ძლიერმა ბიზნესმა შექმნას მაქსიმალურად ახალი სამუშაო ადგილები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშისა და დღგ-ს რეფორმის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
-
2019-12-09 გიორგი გახარია - სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და იმპორტის შემცირების კუთხით
სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.