-
2020-05-11 იმერეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი ახალი შენობა ავაშენეთ
თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. იმერეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი რაიონული შენობა გაიხსნა.
-
2020-05-11 პრემიერ-მინისტრმა ფოთში ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც მომავალი წლიდან საზღვაო აკადემია დაიწყებს ფუნქციონირებას
მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, რომელიც ქვეყნის ლოგისტიკურ ცენტრებს კომპეტენტური კადრებით მოამარაგებს, - ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ თამარ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა.
-
2020-05-11 გიორგი გახარია - კრიზისი უნდა იქცეს შესაძლებლობად და საქართველოს, როგორც ტურისტულ ბრენდს უნდა დავუმატოთ გამაძლიერებელი კომპონენტი - Covid-19-თან ეფექტურად მებრძოლი
შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ ეკონომიკის გახსნის კონკრეტული გეგმა, სადაც ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ტურიზმის არის ეკონომიკის ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შესაძლებლობები უნდა შევზღუდოთ, პირიქით.
-
2020-05-11 ნათია მეზვრიშვილი - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა ჩვენთვის კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია
საგანგებო მდგომარეობის დროს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და საქართველოს მთავრობის მიდგომაზე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ვიდეოკონფერენციისას, რომელიც ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
-
2020-05-11 გიორგი გახარია - როდესაც კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და შეუძლებელია
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში და ეს არის ქართული დემოკრატიის მიღწევა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა, როგორც ფასილიტატორებმა, პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2020-05-11 გიორგი გახარია - ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ტურიზმის გახსნის ეფექტურმა სტრატეგიამ კი საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი - უსაფრთხო ქვეყანა
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის უსაფრთხოდ გახსნა; ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი მინიმუმ, წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან ერთად, მაგრამ არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროს და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.