საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

გაერო ცდილობს 57 მილიონი დოლარის მობილიზებას საქართველოს და­სა­ხ­მა­რებლად

2008 წლის 19 აგვისტოს სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში" გაიმართა დონორებისადმი გაეროს მოწოდება-მიმართვის პრეზენტაცია, რომლის მიზანია 57 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება საქართველოსათვის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების აღ­მო­სა­ჩე­ნ­ად. დახმარება გათვალისწინებულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 129 000 ად­ა­მი­ა­ნ­ისათვის და გაგრძელდება ექვსი თვის განმავლობაში.

როგორც პრეზენტაციაზე გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში რო­ბ­ე­რტ უოტკინსმა განაცხადა, მოწოდება-მიმართვის შედეგად შემოსული თანხები შეავსებს სა­ქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკვე მობილიზებულ ფი­ნა­ნ­სებს.

დამატებითი სახსრები საჭიროა საკვების, წყლის, სანიტარიულ-ჰიგიენური სა­შუ­ა­ლე­ბე­ბ­ის, პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად, ასევე სამედიცინო მომსახურების გა­სა­წე­ვ­ად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგე­ნი­ძ­ემ თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა ყველა დონორ ორგანიზაციას და იმედი გა­მო­თ­ქ­ვა, რომ უახლოეს პერიოდში ასეთი ტიპის ჰუმანიტარული დახმარებები აღარ იქნება სა­ჭი­რო. ,,ვიმედოვნებ, აღარ იარსებებს ისეთი გარემოება, რომელიც საქართველოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვრებ მოქალაქეებს ოდესმე შეუქმნის ასეთ გაუსაძლის პირობებს," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი