საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო განცხადება გააკეთა, რომ რუსმა სამხედროებმა რამდენიმე საათის წინ ყულევის ტერმინალის თანამშრომლებს ურ­ჩი­ეს, დაეტოვებინათ ტერმინალი. ამის მიზეზად რუსულმა მხარემ ის დაასახელა, რომ ახ­ლო­მდებარე ტყის დაბომბვას აპირებენ, რადგან იქ ქართული შენაერთები იმყოფებიან. ყუ­ლე­ვის ტერმინალი ეკუთვნის აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანია ,,Socar"-ს და პრემიერ-მინისტრის თქმით ის არის ყველაზე მსხვილი ინვესტიცია საქართველოში. ტერმინალის ინ­ვე­ს­ტიცია ასეული მილიონობით დოლარია. ამის გამო აზერბაიჯანული მხარე ძალიან შე­შ­ფო­თე­ბულია და აწარმოებს რუსეთთან მოლაპარაკებას, რათა არ მოხდეს ტერმინალის და­ბო­მ­ბ­ვა.

გარდა ამისა, რუსი სამშვიდობოების განცხადებით ისინი აპირებენ ფოთის პორტში მდ­გა­რი სამი სამხედრო გემის აფეთქებას. თავდაპირველი განზრახვა იყო გემების აფეთქება უშუალოდ პორტის აკვატორიაში, რომელიც დიდი რისკის შემცველი იქნება პორტის ინ­ფ­რა­ს­ტ­რუქტურისათვის. ამიტომ გემებს გაიყვანენ ზღვაში, რათა მათი აფეთქების შედეგად პო­რტის ინფრასტრუქტურას არაფერი დაემუქროს, - განაცხადა ვლადიმერ გურგენიძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ორშაბათს, 11 აგვისტოს, მიუხედავად საქართვე­ლ­ო­ში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ იქნა 14 მილიონი ლა­რი. ეს ძალიან კარგი ინდიკატორია ეკონომიკური სიმტკიცისა.

ხვალ, 13 აგვისტოს, ბანკები ჩვეულებრივ რეჟიმში განაახლებენ მუშაობას.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი