საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა

2008 წლის 11 აგვისტოს გვიან ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მოსახლეობას მიმართა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა სიმშვიდის შე­ნა­რ­ჩუნებისათვის და ყველას მოუწოდა საკუთარ სახლებში დაელოდნენ მოვლენების გა­ნ­ვი­თა­რ­ე­ბას.

- ,,მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ ინარჩუნებთ სიმშვიდეს, არ არის პანიკა და აჟიოტაჟი. ეს ჩვენთვის ამ ეტაპზე ყვე­ლაზე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა ყვე­ლას მოგიწოდოთ მშვიდად, დინჯად საკუთარ სახლებში დაეოლოდოთ მოვლენების გა­ნ­ვი­თა­რე­ბ­ას.

საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრება მსოფლიოს ლიდერებს, სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანი აპირებს ჩამოსვლას უა­ხ­ლოეს დღეებში სოლიდარობის ნიშნად და დახმარების გასაწევად. თუმცა გუ­ლ­წ­რ­ფე­ლ­ად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ამ ეტაპზე იმედგაცრუებული ვართ, რადგან ვერ მოხე­რ­ხ­და და­სა­ვ­ლელი პარტნიორების ქმედითი ჩარევა სიტუაციის განსამუხტად.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში სიწყნარეა, მი­ვი­ღ­ეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელი დღე ბანკებისთვის გამოვაცხადოთ და­ს­ვე­ნე­ბ­ის დღედ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი აჟიორაჟი. მოგეხსენებათ, რომ ჩვეულ რეჟიმში იმუშავა ყველა ბიზნესმა საქართველოში, მათ შორის ბანკებმა. ისინი მზად იყვნენ ჩვეული მუშაობის გაგრძელებისათვის, მაგრამ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ შეინიშნება რუსეთის ჯარების გადაადგილება არც აღმოსავლეთით და არც სხვა ქა­ლა­ქე­ბ­ის მიმართულებით, გარდა იმ ქალაქებისა, სადაც ისინი (რუსები) დღეს იმყოფები­ან. თუ­მ­ცა აქტიურ მოქმედებებზე არ გადადიან. ჩვენი მონაცემებით სახმელეთო შეტევის სა­ში­შ­რო­ე­ბა დღეს ღამით თბილისზე არ არის.

სახელმწიფო დაწესებულებები იმუშავებენ ჩვეულებრივ რეჟიმში, ბანკებს ექნებათ ერ­თ­დ­ღიანი დასვენება გამოცხადებული, ვიმეორებ, მხოლოდ ერთდღიანი დასვენება.

როგორც დაგპირდით, მუდმივ რეჟიმში, საათში ერთხელ, თუ ამის საჭიროება იქნება, მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.

გმადლობთ კიდევ ერთხელ სიმშვიდის შენარჩუნებისთვის," - განაცხადა სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი