საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა რეზერვისტებს მიმართა

8 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ ვაზიანის სა­მ­ხედრო ბაზაზე მობილიზებული რეზერვისტები მოინახულა.

ვლადიმერ გურგენიძემ რეზერვისტებს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ სა­ქა­რ­თ­ველოს ყველა ქალაქში არის სრული სიმშვიდე და წყნარი ვითარება, რადგანაც სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ქვეყანას ჰყავს პროფესიული, კარგად გაწვრთნილი, მოტივირებული და კარგად შეიარაღებული ჯარი და, აგრეთვე, კარგად გაწვრთნილი და მოტივირებული რეზერვისტები.

პრემიერ-მინისტრმა რეზერვისტებისადმი მიმართვისას განაცხადა: ,,თქვენ, და თქ­ვე­ნი თანამებრძოლები დღეს ჩვენს სიმშვიდეს, სიწყნარეს, ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენი ქვ­ე­ყ­ნის მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ და ზეგინდელ დღეს იცავთ. ჩვენთვის ძვ­ი­რ­ფასია ყოველი ადამიანის სიცოცხლე, ყოველი თქვენთაგანის სიცოცხლე და, რა თქმა უნ­და, ყოველი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე, განურჩევლად მათი ეთნიკური წა­რ­მო­მა­ვ­ლო­ბისა. მე მინდა გისურვოთ ღირსეულად იმსახუროთ. ეს მობილიზება ყოფილიყოს რაც შეიძლება ხანმოკლე, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ თქვენს ოჯახებს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ადამიანი, არც ერთი პატრიოტი.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! "

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი