საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობის განცხადება სამხრეთ ოსეთის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

უკანასკნელი საათების განმავლობაში სეპარატისტებმა განახორციელეს სამხედრო თავდასხმა რეგიონის სოფლების მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ, რამაც მდგომარეობის უკიდურესი ესკალაცია გამოიწვია.

ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზების საპასუხოდ, სეპარატისტებმა განახორციელეს თავდასხმა ცხინვალის ახლომდებარე სოფლებზე. იერიში 22:30 სთ-ზე მიტანილ იქნა ჯერ სოფელ ფრ­ი­ს­ზე, შემდეგ 23:30 სთ-ზე სოფელ თამარაშენზე. განხორციელდა როგორც სამშვიდობო ძალების პოზიციების, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის მასირებული დაბობმვა. შეტევის შე­დე­გ­ად არიან დაჭრილები და დაღუპულები.

არსებული მონაცემების თანახმად, როკის გვირაბის გავლით რუსეთ-საქართველოს სა­ზ­ღ­ვარი გადმოლახა ასობით შეიარაღებულმა პირმა და სამხედრო ტექნიკამ.

მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შეიარაღებული თავდასხმის აღსაკვეთად, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა მიეღო ადე­კ­ვა­ტური ზომები.

მიუხედავად გამწვავებული ვითარებისა, საქართველოს მთავრობა კვლავ ადა­ს­ტუ­რ­ებს თავის მზადყოფნას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის და მოუწოდებს სე­პა­რა­ტი­ს­ტებს შეწყვიტონ შეიარაღებული მოქმედებები და მიუსხდნენ მოლაპარაკებების მა­გი­დ­ას.