საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

მთავრობის კანცელარიაში საფინანსო სექტორის განვითარებაზე ისაუბრეს

15 ივლისს მთავრობის კანცელარიაში კახა ბენდუქიძემ და მსოფლიო ბანკის წა­რ­მო­მა­დ­გენლებმა ფინანსური სექტორის განვითარებაზე ისაუბრეს.

მსოფლიო ბანკიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მაიკლ ედვარდსი - ევროპისა და ცე­ნ­ტ­რა­ლუ­რი აზიის რეგიონის კერძო და საფინანსო სე­ქ­ტო­რ­ის დეპარტამენტის საფინანსო სე­ქ­ტო­რ­ის წამყვანი სპე­ცი­ა­ლი­ს­ტი და ტატა კანდელაკი - საფინანსო სექტორის სპე­ცი­ა­ლი­ს­ტი.

მთავრობის კანცელარიის უფროსმა კახა ბენდუქიძემ ისაუბრა საქართველოს სა­ფი­ნა­ნ­სო სექტორში განხორციელებულ ცვლილებებსა და მიმდინარე პროცესებზე. ამასთანავე, მან ყურადღება გაამახვილა აღნიშნული სექტორის საკანონმდებლო უზრუნველყოფასა და სა­ფინანსო სფეროს პერსპექტივებსა თუ სირთულეებზე.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სა­ფი­ნა­ნ­სო სფეროში გადადგმული ნაბიჯები.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი