საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი მსოფლიო ბანკის წარ­მო­მა­დ­გენლობას შეხვდა

14 ივლისს მთავრობის კანცელარიაში კახა ბენდუქიძე მსოფლიო ბანკის წა­რ­მო­მა­დ­გე­ნ­ლო­ბას შეხვდა.

მსოფლიო ბანკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: პიტერ ტომსონი - ევროპის და ცენტრალური აზიის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დირექტორი; ვან როი საუსვორსი - მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში; ოლივერ ლე ბერი - ინფრასტრუქტურის სპეციალისტი; თამარ სულუხია - ინფრასტრუქტურის წამყვანი სპე­ცი­ა­ლი­ს­ტი.

მხარეებმა შეხვედრის დროს საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების პე­რ­ს­პე­ქ­ტი­ვე­ბ­ზე, ძირითადად ტრანსპორტის სფეროში არსებულ პროექტებზე ისაუბრეს.

შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინიციატივით მოეწყო.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი