საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

კახა ბენდუქიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მუშაობაში

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა კახა ბე­ნ­დუ­ქი­ძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზაფხულო სკო­ლის მუშაობაში, რომელიც ბაკურიანში 7-13 ივლისს ტა­რ­დე­ბო­და.

ეს იყო ეკონომიკურ მეცნიერებათა ევროპული ინ­ს­ტი­ტუ­ტი­სა და კატონის ინსტიტუტის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, ახალი ეკ­ონომიკური სკოლა - საქართველოსა და თბილისის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნივერსიტეტის ახალი პროექტი - საერთაშორისო ინტერ-დი­ს­ცი­პ­ლინარული სა­ზა­ფ­ხუ­ლო სკოლა.

სასწავლო პროგრამა მთლიანად მიეძღვნა ეკონომისტების, ფილოსოფოსებისა და ის­ტო­რიკოსების მიერ ეკონომიკური თავისუფლების ანალიზს.

11 ივლისს კახა ბენდუქიძემ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის აუდიტორიის წი­ნა­შე წაიკითხა ლექცია, რომელიც საქართველოში 2004-2008 წლებში განხორციელებულ რე­ფო­რ­მებს შეეხებოდა. მათ შორის ენერგეტიკის, განათლების, ფინანსური სექტორის, სა­მე­წა­რ­მეო გარემოს გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

კახა ბენდუქიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვ­ლი­ლე­ბე­ბი განხორციელდა, რეფორმების პროცესი უნდა გაგრძელდეს.

- ,,კიდევ ბევრია გასაკეთებელი საპენსიო უზრუნველყოფის, საშუალო განათლების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა თუ სასამართლო სისტემის დახვეწისა და რე­ფო­რ­მიერების პროცესში. თუმცა, რეფორმების წარმატება დიდად არის დამოკიდებული სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს მოქალაქეთა ცნობიერებასა და ადამიანების მოქალაქეობრივ აზროვნებაზე, ცა­ლ­კე მთავრობა, ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ვერაფერს გახდება", - აღნიშნა კახა ბე­ნ­დუ­ქი­ძემ.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პროფესორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კერძოდ: კოლინ გენლი (ეკონომისტი, ისტორიკოსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ის­ტო­რი­კო­ს­თა საზოგადოების ჟურნალის რედაქტორი); ბუდევინ ბუკარტი (სა­მა­რ­თა­ლ­მ­ცო­დ­ნე, გენტის უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და ისტორიის ფაკულტეტის დი­რე­ქ­ტო­რი); პიერ გარელო (ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა ევროპული ინ­ს­ტი­ტუ­ტ­ის დირექტორი და ეკონომიკურ და ფისკალურ საკითხებზე კვლევების ინსტიტუტის (IREF) კვლევათა დირექტორი, ერამუსის სამართლისა და ეკონომიკის პროგრამის კო­ო­რ­დი­ნა­ტო­რი პოლ სეზანის უნივერსიტეტში, საფრანგეთი); ჯეიმს ტეილორი (ფილოსოფოსი, პე­რ­სო­ნა­ლუ­რი ავტონომია: ახალი თემები (კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა) რე­და­ქ­ტო­რი); პაატა შეშელიძე (ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო, პრეზიდენტი) და გია ჯანდიერი (ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო, ვიცე-პრეზიდენტი).

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი