საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკისაგან პირველ ყოველწლიურ ჯილდოს იღებს

1 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გუ­რ­გენიძემ საქართველოს მთავრობის სახელით მსოფლიო ბან­კი­ს­გან მიიღო საპატიო სიგელი საქართველოს სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის პროგრამისთვის (PRSO), რომელმაც გაიმარჯვა მსო­ფ­ლიო ბანკის პირველ ყოველწლიურ კონკურსში სახელწოდებით: ,,ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში" ქვეყანაში თვალსაჩინო შედეგებისა და მიღწეული წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა­თ­ვის. პრემიერ-მინისტრს ჯილდო გადასცა ლუკა ბარბონემ, მსოფლიო ბანკის ევ­რო­პი­სა და ცენტრალური აზიის რეგიონის სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკური მა­რ­თ­ვის დეპარტამენტის დირექტორმა.

2004 წლიდან საქართველოს მთავრობამ ზრდის კარგი ტემპი და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა, რაც ჯანსაღი ფისკალური და სავალუტო პოლიტიკისა და სო­ლიდური სტრუქტურული რეფორმის ერთობლივი გატარების შედეგად იქნა მიღწეული", - აღნიშნა ლუკა ბარბონემ.

სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობის პროგრამა ერთადერთი საბიუჯეტო მხა­რ­და­ჭე­რის პროგრამაა, რომელიც მსოფლიო ბანკის ექსპერტთა კომისიამ 22 პროექტიდან შეარჩია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი