საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

დევნილთა პრობლემების გადაჭრის ძირითად მიმართულებებზე მთავ­რო­ბის კანცელარიაში იმსჯელეს

დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის გზებსა და სტრატეგიაზე იმსჯელეს დღეს მთა­ვ­რობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ დევნილთა სა­კითხებში გაეროს უმა­ღლესი კომისრის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ ნი­კო­ლა­უ­სი, ლტოლვილთა და გა­ნ­სა­ხ­ლე­ბის მინისტრი თამარ მარტიაშვილი, მთავრობის კან­ცე­ლა­რი­ის უფროსი კახა ბანდუქიძე, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ლაშა მგელაძე და მთა­ვრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის ანა­ლი­ტი­კუ­რი განყოფილების უფროსი ლევან ფხაკაძე.

შეხვედრაზე განიხილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სა­ხე­ლ­მ­წიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელიც მზად არის ივ­ლი­ს­ში მთავრობის სხდომაზე გასატანად.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი