საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ურთიერთთანამშ­რომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამომავლო თა­ნა­მ­შ­რო­მ­ლო­ბა­ზე ისაუბრეს დღეს მთავრობის კანცელარიის უფროსმა კახა ბენდუქიძემ და სა­ე­რ­თა­შო­რი­სო სავალუტო ფონდის დელეგაციამ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის კანცელარიაში შე­დგა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მუდმივი წარ­მო­მა­დ­გე­ნე­ლი საქართველოში რობერტ კრისტიანსენი, მისიის ხელმძღვანელი ანა ლუსია კო­რო­ნე­ლი და საერთაშორისო სავალუტო ფო­ნ­დის ფისკალური ეკონომისტი ნია შარაშიძე.

შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივით მოეწყო.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი