საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

UNDP-მ წარმოადგინა ჰუმანური განვითარების სა­ქა­რ­თ­ვე­ლოს ანგარიში

27 ივნისს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" გაეროს გან­ვი­თა­რე­ბის პროგრამამ (UNDP) წარმოადგინა ჰუმანური გან­ვი­თა­რე­ბის საქართველოს ანგარიში „რეფორმები და რე­ფო­რ­მების მიღმა". პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლა­დი­მერ გურგენიძე.

,,საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ჩვენი ან­გა­რი­ში ჩვეულებრივი ქარ­თ­ვე­ლის პოზიციიდან განიხილავს", - ნა­თ­ქ­ვა­მია 2008 წლის ანგარიშში.

ანგარიშის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ისეთი პოლიტიკის შე­მუ­შა­ვე­ბაში, რომელიც ეკონომიკური განვითარების ადამიანურ განზომილებასაც გაით­ვა­ლი­ს­წი­ნებს. ,,იმედი გვაქვს, რომ უკვე მიღწეულ წარმატებებზე დაყრდნობით ხელს შევუწყობთ საქართველოს საზოგადოების იმ სფეროების გაუმჯობესებას, რომელიც ჯერ კიდევ და­მა­ტე­ბით ყურადღებას საჭიროებს", - განაცხადა UNDP მუდმივმა წარმომადგენელმა რობერტ უოთკინსმა.

ანგარიში იკვლევს უკანასკნელი წლების მანძილზე განხორციელებული რეფორმების გავლენას ჩვეულებრივი ადამიანების, განსაკუთრებით კი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყო­ფი მოსახლეობის ცხოვრებაზე. გატარებული რეფორმების შეფასება ხდება ეფექტურობის, სამართლიანობისა და მდგრადობის კრიტერიუმების მიხედვით. ანგარიში მოიცავს შემდეგ ძირითად სფეროს: ეკონომიკას, განათლებას, ჯანდაცვას, გარემოს დაცვას. ენერგეტიკასა და სამართალდაცვას.

ჰუმანური განვითარების წლიური ანგარიში ასახავს მთელს მსოფლიოში არსებულ ვითარებას. ეროვნული ანგარიშები ეხება ცალკეული ქვეყნებისათვის დამახასიათებელ საკითხებს. 1992 წლიდან UNDP-ის ხელშეწყობით 130 ქვეყანაში გამოიცა 580 ეროვნული ანგარიში. საქართველოში ეროვნული ანგარიში 2002 წელს გამოქვეყნდა, რომელიც ეხე­ბო­და სიღარიბის საკითხებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი