საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძემ მონაწილეობა მიიღო AСN-ის მე-7 გენერალურ შეხვედრაში

25 ივნისს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის ან­ტი­კო­რუ­ფ­ცი­ული ქსელის" (AСN - Anti-Corruption Network for Eastern Europe and Central Asia) მე-7 გენერალური შეხვედრა. შეხვედრაში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გუ­რ­გენიძემ

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის ან­ტი­კო­რუ­ფ­ცი­ული ქსელი (AСN) შეიქმნა 1998 წელს. ქსელი მოიცავს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზი­ის ქვეყნებს, აგრეთვე ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს. ACN-ის ძირითადი ამოცანაა თავის წევრ ქვეყნებს გაუწიოს დახმარება კო­რუ­ფ­ციასთან ბრძოლაში ანტიკორუფციული საქმიანობის პოპულარიზაციის, ინფორმაციის გაცვლისა და დონორების კოორდინაციის გზით.

შეხვედრის მსვლელობისას გაიმართა კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილებისადმი მიძღვნილი სპეციალური სესია.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი