საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნები იკრიბებიან თბილისში

25-27 ივნისი, 2008 წელი, თბილისი, საქართველო

მაღალი რანგის თანამდებობის პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს ჯგუფები 30-მდე ქვეყნიდან 25-27 ივნისს შეიკრიბებიან თბილისში და შერატონ მეტეხი პალასში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორ­გა­ნი­ზა­ციის (OEСD) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის ან­ტი­კო­რუ­ფ­ცი­ული ქსელის (AСN) მე-7 გენერალურ შეხვედრაში.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპასა და ცენ­ტ­რა­ლურ აზიაში კორუფციის წინააღმდეგ დიდი ძალისხმევით იბრძოდნენ, თუმცა პროგრესი ჯერ კი­დ­ევ მცირეა. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ახალმა წევრ-სახელმწიფოებმა ამ მი­მა­რ­თუ­ლებით გარკვეული პროგრესი განიცადეს, რეგიონის უმეტეს სახელმწიფოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ანტიკორუფციული საქმიანობის მდგრადობას მიაღწიოს და საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდეს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კო­რუ­ფ­ციის დონე ჯერ კიდევ მაღალია; ზოგან ვითარების გაუარესებაც კი შეინიშნება.

კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ბოლო წლებში საქართველომ მნი­შ­ვ­ნე­ლო­ვანი პროგრესი განიცადა. აღნიშნული კონფერენციის თბილისში ჩატარება სწორედ ამ ქვეყნის ანტიკორუფციული ძალისხმევის აღიარებას ნიშნავს. თუმცა, ამ მხრივ, საქმე ჯერ კი­დევ ბევრია გასაკეთებელი და ანტიკორუფციული რეფორმები კვლავაც უნდა გაგ­რ­ძე­ლ­დეს.

კორუფციასთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლიტიკური ნება. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია კორუფციის პრევენციისა და აღმოფხვრის ეფექტიან მეთოდებთან ხელმისაწვდომობა. თბილისში დელეგატები იმსჯელებენ თუ როგორ გააძლიერონ თა­ვი­ანთი ანტიკორუფციული მუშაობა.

საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად განი­ხი­ლა­ვენ ანტიკორუფციული კონვენციების და მათი მონიტორინგის მექანიზმების დამატებით მნიშვნელობას ქვეყნების ძალისხმევის მხარდასაჭერად.

სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან გა­ნი­ხი­ლა­ვენ იმ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება რთული და მაღალი დონის კო­რუ­ფ­ცი­უ­ლი საქმეების გამოძიებასა და დასჯას.

თანამდებობის პირები ესტონეთიდან, ლიტვიდან, საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან განიხილავენ საჯარო ადმინისტრირების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის ეფექტიან საშუალებებს.

პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან გამართავენ დისკუსიას თუ როგორ გააძლიერონ მოქალაქეთა მხა­რ­და­ჭე­რა ანტიკორუფციული რეფორმებისადმი.

ბიზნეს ასოციაციები და კერძო ფირმები OEСD და AСN-ის ქვეყნებიდან გა­ნი­ხი­ლა­ვენ რეგიონში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისა და კორუფციასთან ბრძოლის გზებს.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან კორუფციასთან ბრძოლის როგორც საუ­კე­თე­სო, ისე ცუდ მაგალითებს და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას რეგიონში. ასევე მო­სა­ლოდნელია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დელეგატები შეთანხმდებიან მო­ნი­ტო­რინგის პროგრამის გაგრძელებაზე, რომელიც მიმდინარეობს AСN-ის სტამბულის ან­ტი­კო­რუ­ფ­ციული სამოქმედო გეგმის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის მიზანია, უზ­რუ­ნ­ვე­ლ­ყოს ქვეყნების მიერ ურთიერთკონტროლი ანტიკორუფციული რეფორმების დასა­ჩ­ქა­რე­ბ­ლად.

შეხვედრას მასპინძლობს საქართველოს მთავრობა, ხოლო ორგანიზებას უწევს ეკო­ნო­მი­კუ­რი თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OEСD, ევროპის უსა­ფ­რ­თ­ხო­ე­ბი­სა და თანამშრომლობის ორგანიზაცია OSСE, აშშ-ს იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა საქართველო (ABA/ROL Initiative) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).


ინფორმაცია

ანტიკორუფციული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის (ACN) 1998 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა. ACN-ი მოიცავს გარდამავალი ეკონომიკის სახელმწიფოებს ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში, კა­ვ­კა­სი­ა­ში და ცენტრალურ აზიაში. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული არიან OECD-ს წევრი სა­ხე­ლ­მ­წიფოებიც. ACN-ის საქმიანობაში ასევე მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ორ­გა­ნი­ზა­ციები, მრავალმხრივი განვითარების ბანკები, დონორი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნეს ასიციაციები. ACN-ის სამდივნო განთავსებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში. ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ რეგულარულად განახლებული ინფორმაცია ქვეყნდება ACN-ის ვებ-გვერდზე www.oecd.org/corruption/acn.

ACN-ის მთავარ ამოცანას წარმოადგენს კორუფციის წინაამღდეგ ბრძოლაში მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა ანტიკორუფციული საქმიანობის წახალისებისთვის რეგიონალური ფორუმის ორგანიზების, ინფორმაციის გაცვლის, საუკეთესო გამო­ც­დი­ლე­ბის გამოვლენის და დონორების კოორდინაციის გზით. ACN-ი თავის საქმიანობას სუბ-რეგიონალური ინიციატივების, თემატური საქმიანობებისა და გენერალური შეხვედრების მეშვეობით აწარმოებს.

ამჟამად, ACN-ის ძირითად სუბ-რეგიონალურ ინიციატივას წარმოადგენს სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც 2003 წელს დაიწყო და მონაწილეობენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, რუსეთი, საქართველო, სო­მ­ხე­თი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ყირგიზეთი. სამოქმედო გეგმის განხორციელების საწყისი ეტაპი მოიცავდა ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და ინსტიტუციების გან­ხი­ლ­ვებს და რეკომენდაციების შემუშავებას თითოეული ქვეყნისთვის. ამას მოჰყვა მო­ნი­ტო­რი­ნგის პირველი რაუნდი, რომლის დროსაც თითოეული ქვეყნის მიერ რეკომენდაციების განხორციელების მიმდინარეობა შემდეგნაირად შეფასდა - სრული განხორციელება, მეტწილად განხორციელება, ნაწილობრივი განხორციელება, არ განხორციელდა. ACN-ის თბილისის მე-7 გენერალურ შეხევდრაზე მოსალოდნელია მონიტორინგის მეორე რაუნდის ჩატარების შესახებ წინადადების განხილვა და მიღება. მონიტორინგის ჩატარება გათვალისწინებულია 2008 წლის მეორე ნახევარში.

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის გენერალური შეხვედრები წარმოადგენს უნიკალურ რეგიონალურ ფორუმს, რომელშიც მონაწილეობს მრავალი დაინტერესებული მხარე; ფორუმს აქვს მოქნილი სტრუქტურა და ესწრებიან მაღალი რანგის პოლიტიკური პირები. მე-7 გენერალურ შეხვედრაზე კორუფციის წინაამღდეგ ბრძოლაში წევრი-სახელმწიფოების მიერ მიღწეულ შედეგებს განიხილავენ და რეგიონში კორუფციის წინაამღდეგ ბრძოლის მთავარ პრიორიტეტულ სფეროებში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს.

შეხვედრის მსვლელობისას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ბო­ლო­დ­რო­ი­ნ­დელ გამოცდილებას სპეციალური სესია მიეძღვნება. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა საშუალებას მისცემს დახმარების გამწევ ორმხრივ და მრა­ვა­ლ­მხრივ სააგენტოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნონ თავიანთი შეხე­დუ­ლე­ბე­ბი რეგიონში ანტიკორუფციული პრიორიტეტებისა და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ACN-ის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც გენერალური შეხვედრის პარალელურად გაიმართება, ACN-ის სამომავლო საქმიანობა განიხილება, მათ შორის, სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა. ოფიციალური პროგრამის გარდა, შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის არაოფიციალური გაცვლა და პირადი ურთიერთობების დამყარება.

ისევე როგორც წინა შეხვედრებზე, ორგანიზატორები 100-მდე მონაწილეს ელიან ACN-ის წევრი-სახელმწიფოებიდან (ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, თურქმენეთი, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ხორვატია, ყაზახეთი, ყირგიზეთი), OECD-ის წევრი სახელმწიფოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.