საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

კახა ბენდუქიძემ მონაწილეობა მიიღო სემინარში:

19 ივნისს მთავრობის კანცელარიის უფროსმა კახა ბენ­დუ­ქი­ძემ მონაწილეობა მიიღო სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გა­მა­რ­თულ სემინარში: ,,ბიზნესის დაწყება და დახურვა". ღო­ნი­ს­ძი­ე­ბის ორგანიზატორები იყვნენ ახალი ეკონომიკური სკოლა და USAID-ის ბიზნეს გარემოს რეფორმის პროექტი.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ბი­ზ­ნე­ს­მენები, სახელმწიფო მოხელეები და საფინანსო სექტორის ექ­ს­პერტები.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ბიზნესის დაწყებასა და დახურვასთან და­კა­ვ­ში­რე­ბული მდგომარეობა, სამეწარმეო საქმიანობის გაადვილებისა და გამარტივებისათვის გატარებული ღონისძიებები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვ­ლე­ვე­ბის შედეგები.

კახა ბენდუქიძემ ილაპარაკა საქართველოში გატარებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რე­ფო­რ­მებზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებებზე, რე­ფო­რ­მი­რე­ბის დროს წარმოშობილ პრობლემებსა და შედეგებზე, საქართველოს ეკო­ნო­მი­კუ­რი განვითარების ტენდენციებზე. ამასთანავე, უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი